საგვარეულო · BlueMind
პიროვნული ზრდა

საგვარეულო

კურსი დაგეხმარება დაინახო და შეცვალო დედისა და მამის ხაზიდან გადმოცემული განმეორებადი სცენარები, რწმენები და ურთიერთობის მოდელები და დაიბრუნო საგვარეულოს ძლიერი რესურსი.

▤ 37 გაკვეთილი ◷ 694 წთ ◉ ყველა დონე ★ 0.0 · 0
S
ლექტორიsaba
01

კურსის შესახებ

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მხოლოდ ჩვენი პირადი გამოცდილებით არ იწყება.

ოჯახში თაობიდან თაობას შეიძლება გადაეცემოდეს დამოკიდებულებები ფულთან, სიყვარულთან, ქორწინებასთან, შვილებთან, წარმატებასთან, დანაკარგთან, შიშთან, პასუხისმგებლობასთან და საკუთარ ღირებულებასთან დაკავშირებით.

ზოგჯერ ჩვენ ვიმეორებთ დედის ხაზის ისტორიებს.
ზოგჯერ — მამის ხაზისას.
ზოგჯერ კი ორივე ხაზის გამოცდილება ერთმანეთში ისე იკვეთება, რომ უკვე გვიჭირს გავარჩიოთ — სად მთავრდება ოჯახის ძველი სცენარი და სად იწყება ჩვენი საკუთარი არჩევანი.

სწორედ ამის დანახვას ემსახურება ეს კურსი.

კურსის განმავლობაში იმუშავებ როგორც დედის, ისე მამის საგვარეულო ხაზზე, დააკვირდები ოჯახში განმეორებად მოვლენებსა და ურთიერთობის მოდელებს, მოძებნი იმ რწმენებსა და უხილავ ერთგულებებს, რომლებიც შეიძლება დღემდე მოქმედებდეს შენს გადაწყვეტილებებზე.

ამასთან, საგვარეულო მხოლოდ სირთულეები არ არის.

იქ არის ძალაც — გამძლეობა, ნიჭი, სიცოცხლისუნარიანობა, შრომისმოყვარეობა, ინტუიცია, შემოქმედება, ადამიანებთან კავშირის უნარი და ის რესურსები, რომლებმაც შენამდე მრავალი თაობა მოიყვანა.

ამ კურსის მიზანია არა წინაპრების შეფასება და არა წარსულში დარჩენა.

მიზანია დაინახო:

რას იმეორებ, რისი გაგრძელება გინდა და რის გაგრძელებას აღარ ირჩევ.

და შემდეგ თანდათან შექმნა საკუთარი ცხოვრების გზა — მეტი თავისუფლებით, სიმშვიდით და გაცნობიერებული არჩევანით.
02

რას მიიღებ ამ კურსიდან

✓

როგორ ამოიცნოთ დედისა და მამის ხაზზე განმეორებადი ოჯახური სცენარები;

✓

როგორ დაინახოთ თაობიდან თაობას გადაცემული რწმენები და ქცევის მოდელები;

✓

როგორ გაარჩიოთ თქვენი პირადი სურვილები ოჯახური მოლოდინებისა და ჩვევებისგან;

✓

როგორ შეისწავლოთ ოჯახის დამოკიდებულება ფულთან, სიყვარულთან, ქორწინებასთან, წარმატებასთან და პასუხისმგებლობასთან;

✓

როგორ ამოიცნოთ ოჯახში განმეორებადი შიშები, აკრძალვები და უხილავი ერთგულებები;

✓

როგორ შეხედოთ დედისა და მამის ისტორიას უფრო ფართო პერსპექტივიდან;

✓

როგორ დაინახოთ არა მხოლოდ საგვარეულოს სირთულეები, არამედ მისი ძლიერი მხარეები და რესურსებიც;

✓

როგორ შეწყვიტოთ იმ სცენარების ავტომატური გამეორება, რომლებიც აღარ გემსახურებათ;

✓

როგორ შექმნათ ახალი შინაგანი ნებართვები და არჩევანები საკუთარი ცხოვრებისათვის;

✓

როგორ დატოვოთ შემდეგი თაობისთვის მეტი თავისუფლება და ნაკლები გაუცნობიერებელი ტვირთი.

03

სწავლის ფორმატი

▶ვიდეოსტრუქტურირებული გაკვეთილები
♫აუდიოპრაქტიკები და ჩანაწერები
▤რესურსებიPDF და სამუშაო მასალები
✓ქვიზიშედეგი და პროგრესი
04

შეფასებები

0.0★★★★★0 შეფასება

ჯერ შეფასებები არ არის.